Wednesday, July 2, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„სახალხო დამცველი დამპირდა, რომ შემხვდებოდა, თუმცა მოგვიანებით გაქრა და თავის ფბ გვერდზე დამბლოკა“ – გოგა რაზმაძე

January 17, 2025
„სახალხო დამცველი დამპირდა, რომ შემხვდებოდა, თუმცა მოგვიანებით გაქრა და თავის ფბ გვერდზე დამბლოკა“ – გოგა რაზმაძე

შსს-ს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს ყოფილი უფროსის, გოგა რაზმაძე საქართველოს სახალხო დამცველთან, ლევან იოსელიანთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„სახალხო დამცველმა, ჩემი საქმის შეწყვეტის შემდეგ, საქმის განმხილველი რიგითი თანამშრომელი, ანა კვაჭაძე (ალექსანდრე დარახველიძის ცოლის მეგობარი), დააწინაურა, რის შედეგადაც ის მალევე გახდა დეპარტამენტის უფროსი. აღნიშნულის შემდეგ, ანამ შეწყვიტა კრიტიკული პოსტების გამოქვეყნება, მათ შორის, ე.წ. რუსულ კანონთან დაკავშირებით.
ჩემი საქმის მეორე ნაწილის (გამოხატვის თავისუფლების კომპონენტი) შესწავლა დაევალა ალექსანდრე დარახველიძის კურსელს, ლიკა წიკლაურს (სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი), რომლის ქმარი, ჩემი საქმის შესწავლის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე შსს-ს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტში დაასაქმა ალექსანდრე დარახველიძემ, კონკურსის გარეშე.
სახალხო დამცველი დამპირდა, რომ შემხვდებოდა, თუმცა მოგვიანებით გაქრა და თავის ფბ გვერდზე დამბლოკა კიდეც“, – წერს რაზმაძე.

ქალბატონი ლიკა წიკლაურის განცხადებით, მან ხსენებული საქმე აიცილა და არც შესწავლის, არც გარემოებების მოკვლევის და არც შეფასების ნაწილში არ ყოფილა არანაირი ფორმით ჩართული.

შეგახსენებთ, გოგა რაზმაძემ განცხადება პირველად 2023 წლის 12 ივლისს გაავრცელა. რაზმაძის შსს-ს გენერალურ ინსპექციაში მასზე განხორციელებულ დამამცირებელ მოპყრობაზე რეაგირებას სთხოვდა. ის წერდა, რომ ადამიანის უფლებათა დეპარტამენტში არსებულ პრობლემებზე საუბრის გამო, ის გენერალურ ინსპექციაში დაიბარეს და “საქმე გაურჩიეს”.

ამავე დღეს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა თქვა, რომ ომბუდსმენის აპარატმა გოგა რაზმაძის განცხადებაზე მოკვლევა დაიწყო.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ზესტაფონში მომხდარი ავარიისას დაშავებული კიდევ ერთი ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა
  • დონალდ ტრამპი ილონ მასკთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  • „საქართველოს ხმის“ გამარჯვებული ცნობილია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge