ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, აკაკი გვიანიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ აქციაზე დაკავებულმა თემურ ქათამაძემ იზოლატორში შიმშილობა დაიწყო.
“შემატყობინეს, რომ ჩვენმა მედროშემ, მუჰაჯირთა შთამომავალმა, საქართველოსთვის და უსამართლობასთან მებრძოლმა თემურ ქათამაძემ იზოლატორში შიმშილობა დაიწყო” – აღნიშნავს გვიანიძე.
შეგახსენებთ, ბათუმის აქციების ერთ-ერთი მონაწილე, თემურ ქათამაძე, ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ, 16 იანვარს, სამტრედიის იზოლატორიდან გაათავისუფლეს და მაშინვე ისევ დააკავეს.
შსს-ში გამოცემა „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ის საქართველოში არალეგალურად იმყოფება.
როგორც ცნობილია, თემურ ქათამაძე მუჰაჯირების შთამომავალია, იგი წლებია საქართველოში ცხოვრობს და მოქალაქეობას ითხოვს.