სოციალურ ქსელში გავრელებული ინფრომაციის თანახმად, უწყებამ დაპატიმრებულ ექიმს, გიორგი ახობაძემ, დედის დაკრძალვაზე მისვლის უფლება მისცა.
„დღეს დილით გიო George Akhobadze საკუთარ სახლში, თავისი ოჯახის გარემოცვაში დაემშვიდობა დედას ❤️
გვიხარია, რომ ოჯახის წევრებმა შევძელით მისი ნახვა“, – წერს სოციალურ ქსელში გიორგის და, მანანა ახობაძე.
შეგახსენებთ, გიორგი ახობაძის დედა 14 იანვარს გარდაიცვალა
რაც შეეხება ექიმის პატიმრობას, ახობაძე 7 დეკემბერს რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს.
მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს