Monday, August 18, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ცნობილია, როდის ჩაატარებს ხვიჩა კვარაცხელია სადებიუტო მატჩს

January 16, 2025
ცნობილია, როდის ჩაატარებს ხვიჩა კვარაცხელია სადებიუტო მატჩს

ხვიჩა კვარაცხელია უკვე პარიზშია, ის ნეაპოლიდან კერძო რეისით გაფრინდა და დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის, ხოლო სადებიუტო მატჩს 25 იანვარს გამართავს – ინფორმაციას Corriere della Sera და Le Parisien-ი ავრცელებენ.

„კვიჩა კვარაცხელია უკვე პარიზშია. მანამდე იყო დიეგო მარადონას მურალთან, ასევე გუნდის ბაზაზე მივიდა, გამოემშვიდობა გუნდსა და ანტონიო კონტეს, რომელსაც ესმის ვარსკვლავის მოტივაცია. კვარაცხელია ხომ ვეზუვის ჩრდილში წელიწადში მხოლოდ 1,5 მილიონ ევროს გამოიმუშავებდა.

ქართველი სამედიცინო შემოწმების შემდეგ პსჟ-თან კონტრაქტს გააფორმებს (2029 წლამდე) და წელიწადში 9 მილიონ ევროს მიიღებს. „ნაპოლი“ ამ გაყიდვით კარგად ისარგებლებს და 75 მილიონ ევროს აიღებს.

კვარაცხელია გუნდში მაშინდელმა გენერალურმა მენეჯერმა, ჯუნტოლიმ ზოგადი სკეპტიციზმის ფონზე მიიყვანა. ნეაპოლელებმა 10 მილიონი ევრო გადაუხადეს ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელში, რომელმაც გუნდს მესამე სკუდეტო მოუტანა და „ნაპოლის“ ისტორიაში შევიდა.

გარემარბი ტოვებს „ლურჯებს“, სადაც 107 მატჩი ჩაატარა, 30 გოლი გაიტანა (+29 საგოლე გადაცემა) და, უპირველეს ყოვლისა, შეტევაში დიდი ფანტაზია შეიტანა. გულშემატკივრებს მისი წასვლა ეწყინათ, მაგრამ იციან, რომ ანტონიო კონტე დე ლაურენტისს ქართველის რეალური შემცვლელის დამატებას სთხოვს“, – წერს გამოცემა.

მოსალოდნელია, რომ ხვიჩა ოთხწლიან (+1) კონტრაქტს მოაწერს ხელს და პსჟ „ნაპოლის“ 70 მილიონ ევროზე მეტს გადაუხდის. Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს ინფორმაციას ფეხბურთელის ხელფასზე, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მის შემოსავალს. მაშინ როცა „ნაპოლიში“ წელიწადში 1,2 მილიონ ევროს გამოიმუშავებდა, ქართველი პსჟ-ში 11 მილიონ ევროს მიიღებს.

Le Parisien-ის ცნობით, კვარაცხელია, სავარაუდოდ, ამ ხუთშაბათს ან, ყველაზე გვიან, პარასკევს, კონტრაქტის ოფიციალურად გაფორმებამდე სამედიცინო შემოწმებას გაივლის. მისი დებიუტი 25 იანვარს, ლიგა 1-ის მე-19 ტურში, „პარკ დე პრენსზე“ „რეიმსთან“ მატჩში შედგება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ეს მოხდება წლის ბოლომდე…“ – ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
  • როგორი ამინდები გველის აგვისტოში – გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადება
  • პუტინი განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge