გიორგი სამშობლოს სიყვარულისთვის ისჯება, – ამის შესახებ სინდისის პატიმრის, გიორგი ტერიშვილის დედამ, მარინა ტერიშვილმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
მარინა ტერიშვილის თქმით, მისი შვილი აქციებზე მარტო დადიოდა და მასთან ერთად დაკავებულებს არც კი იცნობდა.
რა გააჩერებდა სახლში, როცა იცოდა, რომ თავისი ძმის დაღვრილს სისხლზე საით მიაქანებს ეს მთავრობა ქვეყანას. თავისი ძმის სულის საპატივსაცემოდ სულ დადის მიტინგებზე. ეს აქციებზე მარტო დადიოდა, შვილთან ერთად, მეც დავდიოდი. გიორგი 9 აპრილიდან მოყოლებული დადიოდა მიტინგებზე, – ამბობს სინდისის პატიმრის დედა.
ტერიშვილი ამბობს, რომ მისი შვილი მხნედ არის და აქეთ ეუბნება, “აქციებზე იარეთო.“