ზუგდიდის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა, მაია კალანდიამ, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
კალანდიას ცნობით, ზუგდიდში მიმდინარე აქციების მონაწილე შშმ პირს ამავე ქალაქის საკრებულოში, ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ, თაზო ფაცაციამ, მუქარის შემცველი შეტყობინება გაუგზავნა.
„ჩვენთან დგას აქციაზე ეს ადამიანი ხშირად, შშმ პირია.
ყველას გვემეგობრება, ასე ვიცნობთ – ჩვენი ბაჩუკი.
გვემესიჯება, გვირეკავს, გვგულშემატკივრობს.
ზოგადად კომუნიკაციის უნარს არ უჩივის და ქალაქში ყველას იცნობს. ამასწინათ მითხრა, მემუქრებიანო, გამეცინა და არ დავიჯერე.
დღეს მიგზავნის ხმოვან მესიჯს, სადაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაცია, მუქარის მესიჯს უგზავნის ბაჩუკის.
ბატონო თაზო, საჯაროდ მოიხადეთ ბოდიში შშმ პირის მუქარისათვის.
Tazo Patsatsia
და ზუგდიდელი საეკლესიო პირები, წინამძღვრები და მღვდლები აქციებზე რომ დგანან, იმათთან მაინც არ გრცხვენია?
ისა და, ზარქუა ჩამოვიდა აბუ-დაბიდან, როგორაა?!
ხმოვან მესიჯს ჩავაგდებ, დამაჯერებლობისთვის“, – წერს კალანდია.