„იურმალის“ სახელით ცნობილმა კონკურსმა, რომელსაც „ახალი ტალღის“ სახელით ვიცნობდით, ბოლო რამდენიმე წელია, იურმალიდან სოჭში გადაინაცვლა. მას მერე, რაც აღნიშნული კონკურსი სოჭში იმართება, ქართველ მომღერალს იქ აღარ უმღერია. თუმცა წელს, საქართველოს სახელით, მომღერალი ნათია რიგვავა გამოჩნდა, მისი გამოსვლა ქართველმა მსენელმა უარყოფითად შეაფასა და იგი დღემდე კრიტიკის ობიექტია. ამასთან, ცნობილია, რომ რიგვავა რუსეთში ცხოვრობს.
აღნიშნულს ქართველი სოპრანო თამარ ივერიც გამოეხმაურა, რომელმაც “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა:
“რა ხდება? ამდენი უნიჭიერესი ახალგზრდა ჰყავს ქვეყანას და იურმალას კალიბრის კონკურსზე ძვრება ბელიაშვილის “ქეიფ თაუნ” ქუჩის რიგითი რესტორნის მომღერლის დონის, ნიჭთან, ემოციებთან, ინტონაციასთან და ტემბრის მრავალწახნაგოვან ჟღერადობასთან მწყრალად მყოფი მომღერალი. ყველაფერი პირად “გაჩალიჩებაზეა”? რაღაც შიდა შესარჩევი კონკურსი არ უნდა არსებობდეს როცა ქვეყანას ვიღაც წარმოადგენს? მაშინ რაღა აზრი აქვს პროფესიონალიზმის ხვეწას??? კითხვის ნიშანი უამრავია!!! პასუხი – ნული!” – წერს თამარ ივერი სოციალურ ქსელში.
ნათია რიგვავამ, ქულების საერთო ჯამით კონკურსში ბოლო ადგილი დაიკავა.
https://www.youtube.com/watch?v=VEXWWFf9XTo