დღეს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რომელიც ბაკურციხე – თბილისის დამაკავშირებელ გზაზე, ბარჯისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, 4 ადამიანი დაიღუპა.
თვითმხილველების თქმით, ტრაილერის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და მსუბუქ ავტომანქანებს დაეცა. შედეგად 4 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც AMBEBI.GE-ს გარდაცვლილი ოსიტაშვილების ახლობლები უყვებიან, ტრაგედია იმ დროს მოხდა, როცა ოსიტაშვილები და ჭუაძე გურჯაანში მიდიოდნენ.
“ტრაგედია დაგვატყდა თავს, მამა და შვილები დაიღუპნენ. გურჯაანში მიჰყავდა დათო ჭუაძეს ქვისლი საოპერაციოდ, სწორედ ამ დროს მოხდა ავარია. საუბარიც მიჭირს, ვერაფერს ვამბობ” – გვიყვებიან ახლობლები.
რომან ოსიტაშვილი და მისი ვაჟები ახმეტის რაიონის სოფელ ახშნის ველებიდან იყვნენ.