უშანგი რუხაძე სოციალურ ქსელში “ბათუმელების” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაკავების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
“მზია ამაღლობელის დამკავებელი, აი ის “სისხლით დაგიჭერო” რომ ემუქრებოდა მზიას, ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე წარსულში ფეხბურთელი იყო, მეკარე, 2013 წლამდე თამაშობდა, თბილისის “ლოკომოტივში” თამაშობდა, 17 წლამდელთა ნაკრების წევრიც იყო ჰერბერტ ცანკერის მწვრთნელობის პერიოდში, გიორგი მაკარიძის შემცვლელი იყო, იმ 17 წლამდელებში დგებუაძის თანაგუნდელები მაკარიძესთან ერთად ლევან ყენია და ლევან მჭედლიძე იყვნენ. გერმანიის 17 წლამდელებთან მატჩში დგებუაძე სათადარიგო იყო და იმ
გერმანიის ნაკრებში ტონი კროოსი თამაშობდა…კარიერა საინტერესოდ განუვითარდათ კროოს და დგებუაძეს, ერთი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი გახდა, მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და ჩემპიონთა ლიგას იგებდა “რეალთან” ერთად და მეორე 2018 წელს აქციებზე იყო მოგზავნილი და ფარულად უღებდა ხალხს, ახლა ბათუმის პოლიციის უფროსია და მზია ამაღლობელი დაიჭირა”- წერს უშანგი რუხაძე.