Saturday, July 5, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კორონავირუსი

“რამდენი ხანია ამას ვამბობ… ეგეთი რამეებია გასაკეთებელი…” – ვახო სანაია

August 27, 2021
“რამდენი ხანია ამას ვამბობ… ეგეთი რამეებია გასაკეთებელი…” – ვახო სანაია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინირებული ადამიანები წახალისდებიან. იგეგმება ლატარიის გათამაშება, სადაც ფულადი ჯილდოები იქნება.

აღნიშნულ ინფორმაციას ჟურნალისტი ვახო სანაია “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება:

“რამდენი ხანია ამას ვამბობ. სწორია რა. არაა სხვა შანსი. ეგეთი რამეებია გასაკეთებელი, ” – წერს სანაია სოციალურ ქსელში.

როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ბევრი წამახალისებელი ღონისძიებები იქნება, რათა უფრო მეტი ადამიანი აიცრას.

„სხვადასხვა მასშტაბისა და ფორმის ღონისძიებებს ვიყენებთ, რომ რაც შეიძლება მეტი აცრილი გვყავდეს. ჩვენ აგვისტოში გავალთ აცრების რაოდენობით სადღაც 700 ათასამდე, რაც სერიოზული ნაბიჯია. სექტემბერში ეს კიდევ უფრო უნდა გავზარდოთ. ყველაზე საუკეთესო იქნება, თუ მილიონს გავაკეთებთ. ივლისში ამ მხრივ გვქონდა 231 ათასი აცრა.

სექტემბერში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთიანად და ამაში ჟურნალისტების დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგადად მომავალი 2-3 თვის განმავლობაში აცრა უნდა იყოს მთავარი საკითხი ქვეყანაში, რადგან აცრებზე გადის პანდემიის დასრულება და კოვიდით სიკვდილიანობის შემცირება. ბოლო ორი დღეა, როდესაც გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ჭარბობს ინფიცირებულთა რაოდენობას, ამაზე იმოქმედა შეზღუდვების დაწესებამ და აცრის გაზრდილმა მაჩვენებელმა.

რაც შეეხება წახალისებასა და ლატარიას, წინა საბჭოზე განხილული იყო ეს საკითხი. ფინანსთა სამინისტრომ მოახსენა საბჭოს, რომ პირველ სექტემბერს გაკეთდება უკვე განცხადება, როდიდან დაიწყება ეს ე.წ. პერმანენტული ლატარიის გათამაშება, რათა წახალისებული იყოს გარკვეული ფულადი ჯილდოებით და ამაზე უკვე შედგენილია სქემაც. ჩვენს ბაზებთან ექნება ლატარიას კავშირი, რათა იდენტიფიცირებული იქნან ერთხელ ან ორჯერ აცრილი ადამიანები, შესაბამისად, მოხდება გათამაშებები. სექტემბრის დასაწყისში, პირველში ან ორში გაკეთდება ამაზე განცხადება და მალე დაიწყება ეს ყველაფერი. ფინანსთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს ლატარიის კომპანიასთან“, – განაცხადა გამყრელიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ჩემთვის ჩემი პროფესია, ჟურნალისტიკა, იყოფა ასე – 2021 წლის 5 ივლისამდე და მას შემდეგ“ – ქეთა ციცქიშვილი
  • „შესაძლოა, მძიმედ არის ავად ან უკვე გარდაიცვალა“ – რას წერს უცხოური მედია აიათოლა ალი ხამენეის შესახებ?
  • „დაიღუპა 24, ევაკუირებულია 237 ადამიანი…“ – წყალდიდობა ტეხასში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge