თბილისში, ლილოს დასახლებაში, ავტოავარია მოხდა.
შემთხვევას მე-5 კლასის მოსწავლე ემსხვერპლა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება მომხდარზე 276-ე მუხლით დაიწყო.
ამასთან დაკავშირებით, დაღუპული მოსწავლის სკოლამ სამძიმრის წერილი გაავრცელა.
„თბილისის 168-ე საჯარო სკოლა მწუხარებას გამოთქვამს მე-5 კლასის მოსწავლის, ამანათაშვილი მიშიკოს ტრაგიკულად გარდაცვალების გამო.
ანგელოზთა დასს შეუერთდა სიცოცხლით სავსე, ჩვენი უსაყვარლესი მიშიკო… ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს. უფალთან იყოს შენი სავანე ონავარო ბიჭო“, – აღნიშნულია სამძიმრის პოსტში.