დიდ დიღომში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ხანძარია.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის პროცესი.
ცეცხლი კორპუსის მეთერთმეტე სართულზე გაჩნდა.
ჯერჯერობით უცნობია, იმყოფებოდა თუ არა ვინმე ბინაში.
ასევე უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.
