Friday, June 12, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“გადავწყვიტე, სახელის გატეხვისთვის ვუჩივლო…” – დავით გადელია ცილისმწამებლურ და დეზინფორმაციულ კამპანიაზე რეაგირებას იწყებს

August 27, 2021
“გადავწყვიტე, სახელის გატეხვისთვის ვუჩივლო…” – დავით გადელია ცილისმწამებლურ და დეზინფორმაციულ კამპანიაზე რეაგირებას იწყებს

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორმა დავით გადელიამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ უჩივლოს იმ ადამიანებს, რომლებიც სამედიცინო პერსონალისა და მისი კლინიკის მისამართით დეზინფორმაციას ავრცელებენ:

“კიდევ უფრო ცუდადაა ჩვენი მოქალაქეების მენტალობის საქმე, ვიდრე წარმომედგინა… რაღაც დროის განმავლობაში ვხალისობდი ამ სისულელეებით, მაგრამ ახლა ამ უღრანმა სიბრიყვემ ექიმების წინააღმდეგ აგრესიის სახე მიიღო და უკვე აღარაა უწყინარი სილენჩე.

ვიღაც წერს: ” დააკვირდით, კლინიკაში ბევრად მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე სახლის პირობებში”-ო. ვიფიქრე, რა დასაწერი და განსაკუთრებით აღსანიშნავი იყო ეს აქსიომა- მეთქი და თურმე ნუ იტყვით, რა ახსნა ჰქონია ამ ფაქტს, რომელსაც მეგონა ახსნა არც სჭირდებოდა- “ეს იმიტომ, რომ ექიმებმა მკურნალობა არ იციან და სახლში ექიმების გარეშე უკეთესად მიდის გამოჯანმრთელებაო!”… მინდა მაგარი იდეა მივაწოდო ამ ექსპერტს- რეანიმაციაში კიდევ უფრო მოერიდოთ მოხვედრას – იქ კიდევ მეტი შანსია, რომ ვერ გადარჩეთ! სახლში ჯობია, კოტოშებით და შინაური ნაყენებით.

ახლა წავიკითხე, ერთი წერს დედაჩემს უმოწყალოდ ცემს კლინიკაში პერსონალი- სხვა არაფერი საქმე აქვთო!.. ხო სისულელეებია თითქოს? უნდა განახათ, რამდენი გაზიარებები და მოჭყლოპინე კვერის დამკვრელები ჰყავთ ამ შლეგ აზრებს!!!

გადავწყვიტე არ დავიზარო! ყველას, ვინც ეცდება სახელი გაუტეხოს ამ სისულელეებით ჩვენს კლინიკას, არ გავუტარო, არ ვთქვა: “თავისი გაჭირებაც ეყოფაო” და აუცილებლად ვუჩივლო სასამართლოში სახელის გატეხვისთვის!!! ეს თავგასულობა უნდა შეწყდეს!” – წერს დავით გადელია სოციალურ ქსელში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დონალდ ტრამპი განცხადებას ავრცელებს
  • „ვემშვიდობებით ჩვენი გუნდის საუკეთესო თანამშრომელსა და შეუცვლელ მეგობარს…“ – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
  • “პარტიაში მიშას ტემპი უნდა დაბრუნდეს” – ჟორჟოლიანი ამბობს, რა პირობით მიდის ენმ-ში

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge