„თელასის“ ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს, 13 იანვარს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ნახეთ ქუჩების ჩამონათვალი.
ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მერაბ კოსტავას, იაკობ ნიკოლაძის და ნიკო ნიკოლაძის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შუშის, ბაღნარის, ჭედიას, ლაზოს, მონასტრის, წყალსადენის, ტაძრის, სარაჯიშვილის და კაჭარავას ქუჩების მოსახლეობას.