ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში უახლოეს მომავალში გადასვლის შესახებ ინფორმაციებს ყველა წამყვანი ევროპული სპორტული გამოცემა ავრცელებს.
Il Roma-ს ჟურნალისტი ჯოვანი სკოტო „ტვიტერზე“ წერს, რომ „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა კვარაცხელიას სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო მოითხოვა, მაგრამ საბოლოოდ პარიზული კლუბის მფლობელს, ნასერ ალ-ხელაიფის 80 მილიონ ევროზე მოურიგდება.
სკოტო აღნიშნავს, რომ ხვიჩამ ტრანსფერის დაუყოვნებლივ განხორციელება მოითხოვა, „პარი სენ ჟერმენთან“ კი ხუთწლიანი კონტრაქტი შეათანხმა, რომლის მიხედვით მისი სეზონური გასამრჯელო 8 მილიონი პლუს ბონუსები იქნება და პარიზული გუნდში მოუთმენლად ელიან, რათა ის ჩემპიონთა ლიგაზე დაეხმაროს. განაგრძეთ კითხვა…