„მადლობა უფალს ყველაფრისთვის. მადლობა კიდევ ყველას, ვინც ხათუნაზე ლოცულობდით და გულშემატკივრობდით,“ – ამის შესახებ მომღერალი ზურა ხაჩიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.
აღნიშნული პოსტიდან ირკვევა, რომ მისმა მეუღლემ, ხათუნა ჟორდანიამ მძიმე სენი დაამარცხა.
სასიხარულო ინფორმაციის შესახებ სოციალურ ქსელში ნინი ქარსელაძეც წერს:
„ჩვენმა სიყვარულმა გაიმარჯვა! ღმერთმა შენი სიცოცხლე მაჩუქა. მიყვარხარ. ჩემი პირადი მზე.
მე შენ დაგპირდი ახლაც გიმეორებ 100 წელი არსად გაგიშვებ.
3 წელი მხოლოდ ამ დღეს ველოდებოდი, მხოლოდ ამ დღით ვცხოვრობდი, ღმერთს მადლობა რომ ეს დღეც მოვიდა!!! ჩვენი სიყვარული ყველაფერს მოერევა და მთებს გადადგამს, ” – წერს “ინსტაგრამზე” ნინი ქარსელაძე დედის მისამართით.
ამ პოზიტიურ ამბავს ხათუნა ჟორდანიას და მის მთელს ოჯახს, მათი მეგობრები და გულშემატკივრები იზიარებენ და ულოცავენ.