უწყვეტი პროტესტის 44-ე დღესაც რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან.
მოქალაქეები უკვე თვეზე მეტია ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩატარებას და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.
თბილისში საპროტესტო აქცია უკვე 44-ე დღეა მიმდინარეობს. მოქალაქეების პროტესტი ხელისუფლების განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დადგება.