„ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა, სოციალურ ქსელში ქალთა უფლებადამცველ ბაია პატარაის უპასუხა.
„(კომენტარები გათიშა, რომ ვერ უპასუხონ ) ამ უნიჭო, მცოცავ, ცილისმწამებელ ყანის სარეველას, ცილისწამების საქმეს მოვუგებ ყველა სასამართლოში…“, – წერს ჩერგოლეიშვილი.
შეგახსენებთ პატარაიას პოსტს, რომელსაც ჩერგოლეიშვილის ზემოაღნიშნული გამოხმაურება მოჰყვა.
„ჩერგოლეიშვილის ახალი მანტრაა: “ყველა უნდა ჩაირეცხოს, მე უნდა გავირეცხო.”
ხოდა, ყველამ იცოდეს, რომ ჩერგოლეიშვილი იყო სააკაშვილის კორუფციული ელიტის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო სახე. ვერასდროს გაირეცხება და ოდანავადაც არ ჯობია არც ერთ ოპოზიციურ პარტიას წესიერებით.
ახალგაზრდებს შეიძლება არც ახსოვთ, რა შეზრდილი იყო მაშინდელი “ტაბულა” ნაცებთან. მიშას კრიტიკის გამო ბლოგერებს ყრიდნენ. იძულების წესით სილქნეტს შეტენილი ჰქონდა მისი ჟურნალის დარიგება-გაყიდვა; მომხმარებელი, რომლესაც არ უნდოდა ტაბულა და უნდოდა სილქტვ, ვერ აცალკევებდა ამ ორს; რაც მაშინვე გაუქმდა, როცა მიშამ არჩევნები წააგო. ასევე, სამინისტროები ვალდებული იყვნენ ეყიდათ ძალიან დიდი რაოდენობის ტაბულას ჟურნალი, მიუხედავად იმისა, რომ მათ თანამშრომლებს არ ჰქონდათ ინტერესი. აი, ასე ასაღებდა და უკანალში ტენიდა ყველას ამ თავის ჟურნალს უშიშროების საბჭოს მდივნის ცოლი!
კიდევ უარესი, კეზერას ანუ თავდაცვის სამინისტროს ვერტალიოტებით დააფრენდა საკუთარ დაქალებს და სტუმრებს და იმდენად უგონოა, თავის პირით ტრაბახობდა და ყვებოდა ამას ჩემთანაც და ძალიან ბევრთანაც მერე, როცა ჯერ ნაჩხუბარი არ იყო კეზერასთან.
ასევე ბევრი ირწმუნებს, რომ ბიძინასგან აღებული ფულის გამო დაშალა ბოკერიამ ნაციონალური მოძრაობა პირველად. ოღონდ, იდეურ განხეთქილებად გაასაღა ეს თავისსავე პარტიაში, საიდანაც ერთი ადამიანიც კი აღარ დარჩა წამლად. იმის გათვალისწინებით, თუ როგორ იქცევა ეს ოჯახი დღემდე და როგორ ეხმარებიან ირიბად ბიძინას, მე ეგ ამბავიც სარწმუნო მგონია. ეს თუ ასე არ არის, მაშინ მისივე საყვარელ ტერმინს გამოვიყენებ და უბრალოდ “სასარგებლო იდიოტია”.
მეორეჯერ კი იმიტომ დაეშალათ პარტია, რომ საშინელი ავტორიტარები არიან ორივე და არავისთან შეუძლიათ ძალაუფლების გაყოფა. ჩერგო საერთოდ სრული აუტანლობა აქვს ალტერნატიული აზრის.
მოკლედ, ჩერგო ვერავის ჩარეცხავს საკუთარი თავის გარდა!
პ.ს. ვიცი, რომ ასეთი პოსტებიც კი უხარია, იმდენად უნდა გააქტუალურება, მაგრამ ერთხელ უნდა შემეხსენებინა ყველასთვის, რომ არ დაგვვიწყებია მისი კორუფციული წარსული“, – დაწერა პატარაიამ.