Friday, November 21, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საქართველოში ყოველი მე-4 ადამიანი პენსიონერია – როგორ იცვლება სტატისტიკა წლების განმავლობაში

January 10, 2025
საქართველოში ყოველი მე-4 ადამიანი პენსიონერია – როგორ იცვლება სტატისტიკა წლების განმავლობაში

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, ბოლო 5 წლის განმავლობაში ასაკით პენსიონერთა რიცხვმა 10,2%-ით მოიმატა.

2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით, საერთო ჯამში, მათი რაოდენობა მთელი მოსახლეობის 23%-ს აჭარბებს.

საქსტატის ცნობით, საქართველოში სულ 3.694 მლნ ადამიანი ცხოვრობს, 2024 წლის დეკემბრის მონაცემებით კი, ქვეყანაში სულ 864 312 ასაკით პენსიონერია, რაც საერთო მოსახლეობის დაახლოებით 23.4%-ს შეადგენს.

აღსანიშნავია ისიც, რომ პენსიონერთა რიცხვი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განუხრელად იზრდება. მაგალითად, 2020 წელს ასაკით პენსიონერთა რაოდენობა 783 705 იყო (მთლიანი მოსახლეობის – 21%), 2021 წელს – 793 751-მდე გაიზარდა (მთლიანი მოსახლეობის – 21.2%), 2022 წელს ასაკით პენსიონერთა რაოდენობამ 808 326 ადამიანი შეადგინა (მთლიანი მოსახლეობის – 21.9%), 2023 წელს კი ქვეყანაში 838 097 ასაკით პენსიონერი იყო (მთლიანი მოსახლეობის – 22.4%).

საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს საქართველოში 3 716 900 ადამიანი ცხოვრობდა, 2021 წელს – 3 728 600; 2022 წელს – 3 688 600, 2023 წელს კი 3 736 400 ადამიანი.

სპეციალისტთა აზრით, საგანგაშო არა პენსიონერების რიცხვის ზრდა, არამედ ისაა, რომ მათი წილი მოსახლეობის მთლიან რაოდენობაში ძალიან მაღალია. ეს კი ნიშნავს, რომ ქვეყანაში დაბერების პროცესი აქტიურად გრძელდება.

წყარო: bpn

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რას გულისხმობს ტრამპის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა
  • შუქი გაითიშება – გადაამოწმეთ მისამართები
  • სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge