ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც მსუბუქ ავტომობილში მძღოლი ადგილზე დაიღუპა.
გარდაცვლილი ქალი სალი ყაზაიშვილია, მას ორი შვილი დარჩა. შემთხვევა ნიკეას ქუჩაზე მოხდა.
“ძალიან მეტკინა გული, ეს რა მოხდა…
სალო როგორ ვისაუბრო შენზე წარსულში…. რა საშინელი დღე გათენდა, თვალებიდან არ ამომდის შენი სიცილი, როგორი ცქრიალა, ნაზი და კარგი იყავი….
“სიტყვები უძლურია, ანგელოზი ანგელოზებთან გაფრინდა. ვერ ვიჯერებ და არც მინდა დავიჯერო…
როგორი დასანანია ასეთი ახალგაზრდა მიწისთვის ვიზიარებ თქვენს მწუხარებას, ნათელში გიმყოფოთ უფალმა…” – წერენ გარდაცვლილი ქალის ახლობლები სოციალურ ქსელში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.