“მაქვს განცდა, რომ ვახო ახლა საფრთხეშია. თმის ღერი რომ ჩამოუვარდეს, პასუხისმგებელი ხელისუფლება იქნება. რა გინდათ მართლა იარაღი აიღოს ვახომ?” – ამის შესახებ ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ ტელეკომპანია “პირველის” გადაცემაში “დღის ამბები” ჟურნალისტ ვახო სანაიას საქმეზე გამოტანილ განაჩენზე საუბრისას განაცხადა.
“სასამართლოს ეზოდან რომ გამოვდიოდი, ვახოს ვუთხარი, ფრთხილად იყავი, თავს გაუფრთხილდი – მეთქი. მე მაქვს განცდა, რომ მისი სიცოცხლე ახლა არის საფრთხი ქვეშ, დარწმუნებული ვარ ამაში,” – განაცხადა გრიგოლიამ.
https://mix.metronome.ge/20531-2/