ვარკეთილში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა – ინფორმაცია “პრაიმტაიმი” აქვეყნებს.
მათივე ინფორმაციით, მამაკაცი კლინიკიდან უკვე გაწერეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანებას გულისხმობს.
