Saturday, March 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„1992-1993 წლის ომის და მტრულ ბანაკებად გაყოფის შემდეგ ესაა პირველი შემთხვევა, როდესაც ტრაგედიამ ქართველები და აფხაზები გაგვაერთიანა“ – ჭიღლაძე

January 9, 2025
„1992-1993 წლის ომის და მტრულ ბანაკებად გაყოფის შემდეგ ესაა პირველი შემთხვევა, როდესაც ტრაგედიამ ქართველები და აფხაზები გაგვაერთიანა“ – ჭიღლაძე

დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალური ქსელით 5 იანვარს, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ხანძრის შედეგად ხუთი ბავშვის დაღუპვას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ეს ტრაგედია არის პირველი შემთხვევა, როცა 1992-1993 წლის ომის და მტრულ ბანაკებად გაყოფის შემდეგ, ქართველები და აფხაზები გააერთიანა.

„მთელი ქართველი ერი საქართველოში და მთელ დედამიწაზე გაფანტულობაში მყოფნი ვტირით და ვგლოვობთ ოკუპირებული გალის რაიონის სოფ. საბერიოში ჭოლარიების ოჯახში დატრიალებული ხანძრის შედეგად გარდაცვლილ 5 პატარა ქართველ ულამაზეს გოგონას და აფხაზი ერიც ჩვენთან ერთად ტირის და გლოვობს. ალბათ 1992-1993 წლის ომის და მტრულ ბანაკებად გაყოფის შემდეგ ესაა პირველი შემთხვევა, როდესაც ტრაგედიამ ქართველები და აფხაზები გაგვაერთიანა ერთ პოზიციაზე. საბერიოში სამძიმარზე მივიდა აფხაზური სეპარატისტული სამღვდელიების მეთაური მღვდელი ბესარიონ აპლია (ყოფილი ფილია) რამდენიმე მღვდელთან ერთად და მანაც ცხარე ცრემლებით დაიტირა ჩვენი პატარა ანგელოზები (გავრცელდა ვიდეო კადრები). გულითადი მადლობა მას და აფხაზეთის დე-ფაქტო რეჟიმს, რომელმაც ტრაგედიის პირველივე დღეს მომდევნო დღე, ანუ 6 იანვარი სახელმწიფო გლოვის დღედ გამოაცხადა მთელ აფხაზეთში. ერთმანეთის ტკვილის გაზიარება არის ჩატეხილი ხიდის აღდგენის წინაპირობა. იქნებ თანდათან აღდგეს ქართველთა და აფხაზთა მეგობრობა-ერთობა.
მარადიული ხსოვნა ჭოლარიების ოჯახის 5 ანგელოზს! დიდება გალის რაიონის ტანჯულ მოსახლეობას, რომელიც ამაგრებს საქართველოს აფხაზეთში! აფხაზეთი საქართველოა და მალე დადგება გაერთიანების დღე! აუცილებელია ქართულმა სახელმწიფომ ჯეროვანი მატერიალური დახმარება გაიწიოს ხანძრით განადგურებულ ოჯახს!“ , – წერს ის.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ამინდი მკვეთრად გაუარესდება – სინოპტიკოსების გაფრთხილება
  • ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ თეირანზე ფართომასშტაბიანი დარტყმები დაიწყეს
  • “პლასტიკის ბოთლებში სასმლის გაყიდვის აკრძალვა არცერთ ბიზნესმენთან შეთანხმებული არ ყოფილა” – თემურ ჭყონია სოლომონ პავლიაშვილს პასუხობს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge