“უმძიმეს მდგომარეობაში ვარ ფსიქოლოგიურად..არ ვიცი რა გავაკეთო, ვის ვთხოვო შეფარება..” – ამის შესახებ თამო ვაშალომიძემ “ტიკტოკზე” ისაუბრა და გამომწერებს რჩევა სთხოვა რა უნდა ქნას, როდესაც სრულიად უცხო დედა-შვილი შეფარებას სთხოვს.
“უმძიმეს მდგომარეობაში ვარ ფსიქოლოგიურად, ახლა გეტყვით,თუ რატომ…მივდივარ დიღმის გუდვილში,სადაც მელოდება ვიზაჟისტი და მომხმარებლები უნდა მივიღოთ. თანამშრომელმა მითხრა, რომ გელოდებათ ქალბატონი პატარა ბავშვთან ერთად – გვეგონა ან ჩემი გაცნობა უნდოდა, ან ფინანსური დახმარება, თურმე უნდა შეფარება- იქნებ თამომ სთხოვოს ვინმეს, რომ შეგვიფაროს დედა-შვილიო. გეფიცებით, არ მინდა შევიდე, რადგან არ ვიცი რა გავაკეთო. ყველამ იცის ჩემი დამოკიდებულა ბავშვების, ცხოველების,მოხუცების მიმართ, როგორ განვიცდი, როგორ ვნერვიულობ უბრალოდ არ ვიცი რა გავაკეთო…”- ამბობს ფოტომოდელი ვიდეოში.