Friday, November 21, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მოძალადეებმა სასამართლოს დასტური მიიღეს” – გიგა მაქარაშვილი სანაიას საქმის განაჩენზე

August 25, 2021
“მალე წყლის მომწოდებელი აღარ დაგვრჩება – გაიღვიძეთ! ქვეყანა თავზე გვენგრევა” – გიგა მაქარაშვილი

„სასამართლოს დასტური მიიღეს მოძალადეებმა, რომ შეუძლიათ ნებისმიერ მოქალაქეზე, მათ შორის ჟურნალისტებზე იძალადონ და მათ არანაირი საფრთხე დაემუქრებათ,” – ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა ვახო სანაიას საქმის განაჩენზე საუბრისას განაცხადა.

“ეს არის გაგრძელება იმ პოლიტიკის, რომელსაც “ქართული ოცნება” ატარებს, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როცა ძალადობა ღიად დააკანონეს და ახლა უკვე სასამართლოს დასტურიც მიიღეს მოძალადეებმა, რომ შეუძლიათ ნებისმიერ მოქალაქეზე, მათ შორის ჟურნალისტებზე იძალადონ ნებისმიერი ხერხით და მათ არანაირი საფრთხე დაემუქრებათ.

თუკი ვინმეს მწვანე შუქი აქვს ანთებული, ესენი არიან მოძალადეები და ერთ დღესაც, როცა უკვე ჟურნალისტების ცემა მობეზრდებათ, აუცილებლად მოქალაქეებამდე მივლენ, თმის, ან სამოსის ფერის გამო სცემენ. ძალიან სწრაფად თუ არ მოვეგეთ გონს, არაფერი გვეშველება,” – განუცხადა “ფორმულას” მაქარაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში მოძრაობა “სირცხვილია” და მედიის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს, სლოგანით: – „სასამართლო დამონებულია“.

ამჯერად, პროტესტის მიზეზი სასამართლოს გადაწყვეტილება გახლავთ, რომლის მიხედვით, ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდამსხმელ სამივე პირს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ პატიმრობის ვადა დღეს იწურება, ისინი სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღეს დატოვებენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სასამართლომ სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებული სამივე პირი – ვაჟა გიგაური, სულიკო საყევარაშვილი და გიორგი სახელაშვილი დამნაშავედ ცნო და მათ 6-თვიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა პატიმრობის ვადა დღეს იწურება. შესაბამისად, მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, სამივე პირი დღესვე გათავისუფლდება.

https://mix.metronome.ge/20502-2/

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „საუკეთესო დრო დგება რამდენიმე ნიშნისთვის…“ – მიხეილ ცაგარელის პროგნოზი
  • როგორი ამინდი იქნება თვის ბოლომდე საქართველოში – განახლებული პროგნოზი
  • პოლიციამ თბილისის საკრებულოსთან მსვლელობის მონაწილე დააკავა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge