ტელეკომპანია „POSTV-ის“ ხელმძღვანელი შალვა რამიშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრების მიერ თვითმართველობის არჩევნების გადადების მოთხოვნას ეხმაურება:
“ნაციონალური მოძრაობა აგებს არჩევნებს. რა უნდა მოიმოქმედონ? ხალხის ნდობა – 0. ნაც.მედიის “ძალა” – 0. ახალი პროვოკაციების აგორებით “რევოლუციის” მოწყობის შანსები – 0. მიშას ჩამოსვლის ალბათობა – მინუს უსასრულობა.
რა უნდა მოიმიზეზოს მიშამ, რომ ეს კრახი რამენაირად აიცილოს, დროებით მაინც? რა თქმა უნდა, არჩევნების გადადება. ეგ კი არ გამოვა. პერმანენტული არჩევნების პროცესში ვერ იქნება ქვეყანა. ამიტომ მიშისტებისთვისვე ჯობია ужасный конец чем безконечный ужас.
და კიდევ, უახლოეს და თუნდაც შორეულ მომავალში არ დადგება მიშასა და მისი სატელიტებისთვის დრო როცა ისინი დაბრუნდებიან ხელისუფლებაში.
ამიტომ, მიშა, უნდა მოდუნდე… სიამოვნებას ვერ მიიღებ, მაგრამ ნაკლები ტკივილით დასრულდები!“,- წერს რამიშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ოპოზიციურმა პარტიებმა, მათ შორის “ნაციონალურმა მოძრაობის” წარმომადგენლებმა ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების გადადებაზე დაიწყეს საუბარი. აღნიშნულის მიზეზად კი ქვეყანაში შექმნილ მძიმე ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ასახელებენ.
ამასთან, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ანალოგიურად მიიჩნევს და აცხადებს, რომ პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებმა მსჯელობა უნდა დაიწყონ იმაზე, დღევანდელი მოცემულობიდან გამომიდანრე შეიძლება თუ არა არჩევნების ჩატარება.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ კამპანია არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით, საარჩევნო მარცხის წინასწარი აღიარებაა”