საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სოციალური ქსელით ზუგდიდი-მესტიის გზაზე მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა.
„შეძრული ვარ იმ საშინელებით რაც მოხდა ზუგდიდი მესტიის გზაზე.
მსგავსი შემთხვევები ხდებოდა აფრასიძეების დროს, რომლებიც 2012 განთავისუფლდნენ როგორც პოლიტ-პატიმრები.
მე იმისთვის არ ამიშენებია ზუგდიდი-მესტიის გზა რომ მას დაუფლებოდნენ მოძალადე კრიმინალები“, – აღნიშნულია პოსტში.
შეგახსენებთ, ზუგდიდი-მესტიის გზაზე რუს ცოლ-ქმარს თავს დაესხნენ. უცნობმა პირებმა ქალზე, სავარაუდოდ, სექსუალური ძალადობა სცადეს და კაცს მანქანიდან გადმოსვლას სთხოვდნენ, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლეს და კაცი დაჭრეს.
შსს-ის ცნობით, ომხდარზე გამოძიება 179-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.