“ჩემი რჩევაა, მოასწარით და დროზე აიცერით “ფაიზერის” ვაქცნით, სანამ არის, თორემ არჩევნების მერე რა იქნება არ ვიცი… ან იქნება ეს ვაქცინა, ან არა, ამაზე პასუხისმგებელი არ ვარ,” – ამის შესახებ ფრანგული ორგანიზაციის “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” პრეზიდენტმა, გიორგი ფხაკაძემ “ფეისბუქის” პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა.
“იყავით პოზიტიურად, 10 000 ნაბიჯი დღეში… ხილი, ბოსტნეული და რაც მთავარია ეცადეთ, რომ ყველაფერში კარგი დაინახოთ, ნუ ხართ აგრესიულები, აგრესია გამოსავალი არ არის. ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი კარგად იქნება. მთავარია ჩვენ გვაქვს ძლიერი ვაქცინა! ჯანმრთელობას გისურვებთ,” – აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.