ქობულეთში, ერთი პირი ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა სოფელ მუხაესტატეში მოხდა- ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.
დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
დაჭრას წინ 20 წლამდე პირებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. შემთხვევა 4 იანვარს ღამით მოხდა.
შს სამინისტროში ინფორმაცია ადასტურებენ და განაცხადეს, რომ მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.