ხელოვნებათმცოდნე, კინოკრიტიკოსი, “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი გოგი გვახარია “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს, რომ მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოში არჩევნები უნდა გადაიდოს.
“ოპოზიცია არჩევნების გადადების იდეით რომ გამოვიდეს ესენი იტყვიან შეეშინდათო.. ხელისუფლებამ რომ მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება, ოპოზიცია იგივეს დააბრალებს
არადა გულის სიღრმეში ხომ ყველა ფიქრობს “რა დროს არჩევნებია? ხალხი გვიკვდება,” – წერს გვახარია სოციალურ ქსელში, პოსტის კომენტარებში კი დასძენს: – “ყველა ვარიანტში უნდა გადაიდოს. არც ერთი ადამიანის სიკვდილი არ ღირს პოლიტიკად. როგორი მზაკვრული გეგმებიც არ უნდა ჰქონდეს ხელისუფლებას და როგორც არ უნდა იყენებდეს პანდემიას ძალაუფლების შესანარჩუნებლად”