Friday, November 21, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მიხეილ ცაგარელი 2025 წლის 3 ფავორიტ ზოდიაქოს ნიშანს ასახელებს

January 1, 2025
მიხეილ ცაგარელი 2025 წლის 3 ფავორიტ ზოდიაქოს ნიშანს ასახელებს

მიხეილ ცაგარელის თქმით, 2025 წელს ფავორიტები არიან: ტყუპები, კირჩხიბები და ლომები. ამის შესახებ ასტროლოგმა “ფორტუნას” განუცხადა.

ტყუპები

“ტყუპებო, თქვენ 2025 წლის ერთ-ერთი ფავორიტი ხართ იმიტომ, რომ გამარჯვების პლანეტა – იუპიტერი, ყოველ შემთხვევაში, წლის პირველ ნახევარში, დაახლოებით ივნისის ბოლომდე, თქვენს ზოდიაქოში იქნება.

ამიტომ, შანსები წარმატებისა ძალიან დიდი გაქვთ, მათ შორის, ფინანსური კუთხითაც. შეიძლება ადრე დაწყებული პროექტებიდან მიიღოთ დივიდენდები, ასევე, აქტიურად ჩაერთოთ საფინანსო პროექტებში, პრემიებისა და ბონუსების წინაშე აღმოჩნდეთ.

მაგრამ, სამყარო თქვენგან ითხოვს რას? – თქვენ ძალიან აქტიური ხართ, ზოგჯერ ზედმეტად დინამიკური და ნევროზული ნიშანი, ახლა კი, სამყარო თქვენგან ცოტა დამშვიდებას ითხოვს. იმოქმედეთ პრინციპით, შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი, ნუ ჩქარობთ, სისწრაფე წამგებიანი იქნება, განსაკუთრებით წლის მეორე ნახევარში.

ამასთან ერთად, რაც შეიძლება მეტად უნდა დაასტაბილუროთ ცხოვრება, სტაბილური ოჯახი, სამსახური, საქმე. ნუ ფაციფუცობთ, ნუ ხართ ზედმეტად გაორებული, რაც მეტად სტაბილური იქნებით, მით მეტად იქნებით წარმატებული, თუმცა შანსები სერიოზული ცვლილებებისა, რეფორმატორული მუშაობისა, საინტერესო ადამიანების გაცნობისა და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისა, რასაკვირველია გექნებათ, არაერთი”.

კირჩხიბი

“კირჩხიბები ამ წლის მეორე ფავორიტები არიან, რადგან უკვე ივნისის ბოლოდან, გამარჯვების მმართველი პლანეტა – იუპიტერი, ხოლო 13 იანვრიდან, მფარველი ანგელოზი – სელენა, კირჩხიბის ზოდიაქოში გადაინაცვლებს, ამიტომ, თქვენი წარმატების ფაქტორი 2026 წლის ივნისამდე გასტანს.

წარმატების ფაქტორები, ყველა სფეროში არნახულად დიდი გაქვთ – გნებავთ პიროვნულად შეიცვალოთ? შეიძლება საერთოდ შეცვალოთ თქვენი მსოფლმხედველობა, შეიძლება შეცვალოთ თქვენი გარეგნობა, მუშაობის მეთოდოლოგია. შეიძლება შეიცვალოს გარემო, წრე, ანუ, თქვენს ცხოვრებაში ბევრი ცვლილებები შემოვა და რაც მთავარია, უმრავლესად სასიკეთო.

ეს არის პერიოდი, რომელიც ხელს უწყობს თქვენს დაინტერესებას, მაგალითად, საიდუმლო საკითხებისადმი, კოსმოსური კანონზომიერებისადმი, ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის სფეროებისადმი. აქტიურად ჩაერთვებით საქველმოქმედო აქციებში, საზოგადოებრივ პროექტებში, რაც საზოგადოებაში თქვენს რეიტინგს ერთიორად გაზრდის და რაც ხელს შეუწყობს როგორც ფინანსურ გაუმჯობესებას, ასევე, პროფესიულ წინსვლა-განვითარებას.

კირჩხიბებო! წლის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი ხართ, ამიტომ გაჩერების, სიზარმაცის უფლება არ გაქვთ, იაქტიურეთ, მაქსიმალურად გაიცანით ახალი, საინტერესო ადამიანები, ჩამოაყალიბეთ პარტნიორული ურთიერთობა და წინ წაიწიეთ”.

ლომი

“ლომებო, მესამე და ფავორიტი, კირჩხიბისა და ტყუპების შემდეგ, თქვენ ხართ, რადგან მფარველი ანგელოზი – სელენა, 2025 წლის მეორე ნახევრიდან, დაახლოებით აგვისტოს თვიდან, 7 თვით თქვენს ზოდიაქოში გადმოვა, 2026 წელში კი მას გამარჯვების პლანეტა – იუპიტერი შეუერთდება, ამიტომ თქვენც გექნებათ ძალიან საინტერესო შესაძლებლობები, პერსპექტივები.

განსაკუთრებით საინტერესოა წლის მეორე ნახევარი, თუმცა, არც პირველს უშავს რაიმე, მათ შორის, პირადი – სასიყვარულო ურთიერთობების კუთხით. შეიძლება ეს იყოს პერიოდი, როდესაც ამა თუ იმ საქმეში, პროექტში თქვენ ახალი ხელმძღვანელის როლს მოირგოთ.

სხვათა შორის, ასევე თქვენშიც, ეზოთერული, ოკულტური საკითხებისადმი ინტერესი გაიზრდება. თქვენ შეიძლება აქტიურად ჩაერთოთ საქველმოქმედო საქმეებში, ოღონდ ითხოვს რას თქვენგან სამყარო? – ენაზე კბილის დაჭერას, საიდუმლო არ გათქვათ, რას აპირებთ, სად მიდიხართ, ვინ მოგწონთ, რადგან ყველაფერი უკან წავა.

ამ პირობების შესრულების შემთხვევაში, ძალიან კარგი შანსები გაქვთ იმისა, რომ მოირგოთ მანტია კარგი ხელმძღვანელისა, ლიდერისა, კარგი ორგანიზატორისა, რითაც საზოგადოებაში თქვენს რეიტინგს გაზრდით, ამიტომ, შემდეგი 2 წელი, თქვენთვის საკმაოდ პერსპექტიულია”.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ის რომ ფეხბურთში ბევრი ნაძირალაა, ჩვენთვის ნაკრების მხარდაჭერის მხრივ არაფერს ცვლის” – თამარ ჩერგოლეიშვილი
  • “არ დაგიყადაღებთ თანხებს, თუ ომში ჩართავთ საქართველოსო, საკუთარ ხალხს გაწირავ და ქართულ სახელმწიფოს გაანადგურებო! ” – დიტო სამხარაძე ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე
  • საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge