მას შემდეგ, რაც რუსთაველის გამზირზე გზა გადაიკეტა და საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა, “ახალი წლის ჯადოსნური პროტესტის ღამეს” აქციის მონაწილეებმა საახალწლო სუფრის გაშლა დაიწყეს.
მოქალაქეებმა გამზირზე მაგიდები მიიტანეს, რომლებიც გზის სავალი ნაწილის შუა ზოლზე განალაგეს.
მოქალაქეებმა საახალწლო სუფრა სიმბოლურად საქართველოს დროშის ფერებში: წითელ და თეთრ ფერებში გააწყვეს.
რუსთაველის გამზირზე სალომე ზურაბიშვილიც მივიდა.