ამ წუთებში, სამთავრობო მედიების ეთერში ცერემონიების სასახლეში ჩატარებული გალა კონცერტის ჩანაწერი გადის – ირკვევა, რომ დედაქალაქის მერმა კონცერტი ჩაატარა შენობაში, რომელსაც პრეზიდენტ სააკაშვილის რეზიდენციასაც უწოდებენ. (სასახლე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, 2004-2009 წლებში, აშენდა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2019 წელს ავლაბრის რეზიდენციას სახელი შეეცვალა და ის სახელმწიფო ცერემონიების სასახლე გახდა)- ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს.
კონცერტი, რომლის ჩატარების ადგილსაც მერია არ ასაჯაროვებდა, ჩაწერილია.
“პირველების” რეპორტიორი 12:50 საათზე ცერემონიალების სასახლეში მივიდა, თუმცა ტერიტორია სრულად ჩანბელებულია. სამთავრობო არხებზე კი იმიტორებული სახალწლო კონცერტი გადის.
მათივე ინფორმაციით, მერიამ კონცერტში მონაწილე მომღერლები კატეგორიულად გააფრთხილა, რომ არავისთვის ეთქვათ, რომ კონცერტი ჩაწერეს.
თბილისის მერიაში დღეს მთელი დღის განმაცლოაბში არ ამბობდნენ, სად გაიმართებოდა საახალწლო კონცერტი.
შეგახსნებთ, რომ კახი კალაძის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ღონისძიება დაგეგმილია თუმცა, ადგილმდებარეობას და მონაწილეთა სიას, ამ ეტაპზე, არ ახმაურებენ.