Tuesday, July 8, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ამჟამად, ჩემი გული ჩემს ხალხთანაა – მათთან, ვინც იბრძვის თავისუფლებისთვის”- გიორგი ქოჩორაშვილის ემოციური პოსტი

December 31, 2024
“ამჟამად, ჩემი გული ჩემს ხალხთანაა – მათთან, ვინც იბრძვის თავისუფლებისთვის”- გიორგი ქოჩორაშვილის ემოციური პოსტი

„წელი, რომელიც ახლა უკან გვრჩება, სავსე იყო სიხარულით და დაუვიწყარი მომენტებით, მაგრამ ის ასევე იყო ცრემლების და გამოწვევების წელი, ჩვენი გამძლეობის გამოცდის წელი, რომელმაც გვაჩვენა რამდენად ძლიერი შეგვიძლია ვიყოთ.
ამ წელიწადმა გვაჩვენა, რომ ყოველი ნაბიჯის გადადგმისას და დაცემისას, შეგვიძლია ჩვენს თავში ახალი ძალა ვიპოვოთ. ამ წელს ვისწავლეთ, რომ არ უნდა დავნებდეთ – ერთმანეთის, სიყვარულის და ბოროტზე კეთილის გამარჯვების გვჯეროდეს.

ჩემთვის ეს ემოციებით დატვირთული წელი იყო. სპორტი ვნებით, მსხვერპლით და მუდმივი სწავლითაა სავსე, მაგრამ სპორტს მიღმა, ჩემი ცხოვრება მჭიდროდ არის დაკავშირებული ჩემს სამშობლოსთან, საქართველოსთან. ამჟამად, ჩემი გული ჩემს ხალხთანაა – მათთან, ვინც იბრძვის თავისუფლებისთვის;
ეს ბრძოლა მხოლოდ პოლიტიკური მნიშვნელობის არ არის, ეს ღირსებისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლაა.

ვიცი, რომ რთული დროა, მაგრამ ასევე ვიცი, რომ ჩვენ, როგორც ერს, ყოველთვის გვაქვს ძალა. ჩვენ ვსწავლობთ წინააღმდეგობის გაწევას, ვიბრძვით ჩვენი ღირებულებების დასაცავად და არასდროს ვწყვეტთ უკეთეს მომავლზე ფიქრს.
არასოდეს დაივიწყოთ, რომ მიუხედავად იმისა, რამდენად რთულია გზა, ჩვენში ყოველთვის არის ძალა, რომელიც წინ წაგვიყვანს, წაგვიყვანს სიყვარულით და წაგვიყვანს თავისუფლებისაკენ!

მინდა გისურვოთ, რომ 2025 იყოს წელი, როდესაც თითოეული ჩვენგანი და მთელი ჩვენი ქვეყანა ძლიერი, სამართლიანი, თავისუფალი და ბედნიერი იქნება!“, – წერს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი ქოჩორაშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შეიცვლება თუ არა ამინდი – გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
  • “შესაძლებელია მათთან ერთად კიდევ იყო ვინმე…” – რას აცხადებს ალექსი ახვლედიანის ადვოკატი
  • „ჩინეთი გერმანულ თვითმფრინავს სამხედრო ლაზერით დაესხა თავს“ – რას აცხადებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge