Friday, November 21, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ჩემი შვილი მიწაზე ეგდო და ყურადღებას არავინ აქცევდა“ – ელჩინ ბითანოვის მამა ექიმებს და პოლიციას გულგრილობაში ადანაშაულებს

December 31, 2024
“ჩემი შვილი მიწაზე ეგდო და ყურადღებას არავინ აქცევდა“ – ელჩინ ბითანოვის მამა ექიმებს და პოლიციას გულგრილობაში ადანაშაულებს

ბოლნისში, სოფელ ნახიდურთან ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაცვლილი სკოლის მოსწავლის მამა ექიმებს და პოლიციას გულგრილობაში ადანაშაულებს- ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს.

მოზარდის მამა ამტკიცებს, რომ მედიკოსებმა მის შვილს სამედიცინო დახმარება დროულად არ გაუწიეს და კლინიკაში არ გადაიყვანეს.

14 წლის ელჩინ ბითანოვის მამის თქმით, სწორი რეაგირება რომ ჰქონოდათ ექიმებს, შესაძლოა, მისი შვილი ცოცხალი ყოფილიყო.

ახლა ძალიან ემოციურად ვარ, ჯერ შვილი უნდა დავკრძალო და მერე მივხედავ ყველაფერს. გუშინ, როცა პოლიცია მოვიდა, ჩემი შვილი უგონოდ მიწაზე ეგდო, მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევდა. პოლიციაც და სასწრაფოც მკვლელს იცავდნენ და მალავდნენ. ჩემი შვილისთვის სასწრაფოს დროულად რომ მიეხედა, იქნებ გადარჩენილიყო. მკვლელი მთვრალი იყო. იმ ადგილას, სადაც ავარია მოხდა, სკოლის შემოსახვევია და წესით, სიჩქარე უნდა შეენელებინა, მაგრამ ის დიდი სიჩქარით მოდიოდა და შვილი მომიკლა. მთელი სოფელი ჩემს გვერდითაა“, – ამბობს დაღუპულის მამა.

უცნობია, როდის გაიმართება 21 წლის ახალგაზრდის სასამართლო პროცესი, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ პოლიციამ დააკავა.

შეგახსენებთ, რომ გასულ ღამეს სოფელ ნახიდურში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი მოზარდი ემსხვერპლა. ფაქტმა დაპირისპირება გამოიწვია, რის შედეგადაც 10 ადამიანი კლინიკაში, სხვადასხვა დაზიანებებით გადაიყვანეს.

ადგილობრივები მძღოლის მათთვის გადაცემასა და დასჯას ითხოვდნენ. სიტუაცია იმდენად გართულდა რომ ადგილზე საპოლიციო ძალების განსაკუთრებული მობილიზება გახდა საჭირო. 21 წლის მძღოლი, რომელიც ავტომობილს მართავდა, დაკავებულია. შსს-ს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “არ დაგიყადაღებთ თანხებს, თუ ომში ჩართავთ საქართველოსო, საკუთარ ხალხს გაწირავ და ქართულ სახელმწიფოს გაანადგურებო! ” – დიტო სამხარაძე ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე
  • საავტომობილო გზების დეპარტამენტი გაცხადებას ავრცელებს
  • ნელი დიასამიძეს სასამართლომ 3200-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge