“კრიპტო ბაზრის” დირექტორი ავთანდილ კუჭავა წერს, რომ $ 68 000- ის კრიპტო აქტივი დაკარგა. ის აღნიშნაბს, რომ აქციაზე სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ და ტელეფონიც მოპარეს.
„მოკლედ დასრულდა, ჩემს მობილურზე icloud წაშალეს, -56 000 $-ს კრიპტო აქტივი და -12 000 USDT ჯამში -68 000 $-ში დავრჩი ამ ყველაფრის გამო. გუშინ იყო ბოლო იმედი, რომ ეგ არ ქონდა გაკეთებული ვინც ეგ აიფონი ჩაიბარა, მაგრამ დევაისებიდანაც გაქრა აიქლაუდზე.
რექოვერი არ გააკეთა, როგორც მოსალოდნელი იყო საფულის. ამიტომ ახლა ის ფული ასე ჰაერში იქნება სამუდამოდ გამოკიდებული და ვეღარასდროს ვერავის წვდომა ვეღარ ექნება. 68000 $ ჰაერში გამომიკიდეს იმის გამო რო იმ სულით ღორს და ოჯახით ნაბიჭვარს 600 ლარი ეშოვნა“— წერს სოციალურ ქსელში „კრიპტო ბაზრის“ დირექტორი, ბიზნესმენი ავთანდილ კუჭავა.
