“ჩემი მხარდამჭერები” და “მოწინააღმდეგეები”, უნდა არსებობდეს “ჩვენ”, – ამბობს ჟურნალისტი ნელი აგირბა და ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე საკუთარ ხედვას გვიზიარებს.
– ეს დღეები ჩვენს განცდებს ვაკვირდები და რასაც ვხედავ, ერთობის აუცილებლობაა. გააჩნია, რა შრიდან შევხედავთ ამ ყველაფერს, რაც ხდება. თუ ჩვენ ამ ამბავს შევხედავთ, როგორც გამოღვიძებას, ცალსახად პოზიტიური მოვლენაა, რაც უნდა მძიმე განსაცდელები და მოვლენები ახლდეს. გამოიხატება ბრაზი, გაღიზიანება, აგრესია. ტკივილები ბევრია, მაგრამ ტკივილები ხომ მშობიარობის თანმხლები პროცესია. ნელ-ნელა ვიწმინდებით იმ დაგროვილისგან, რაც ათწლეულების განმავლობაში (პერიოდული აფეთქებებით), დიდი ხნის უსუსურობის განცდამ მოიტანა. ახლა იმდენად მდგრადი პროცესია, რომ დამაიმედებელი შეიძლება ეწოდოს. ჩვენი ქვეყნის საზოგადოებამ შეიძლება დაიბრუნოს ღირსება და ღირსებიდან თავისუფლება.
ოღონდ ახლა ბეწვის ხიდზე გავდივართ. როდესაც გათავისუფლება ხდება რეპრესირებული მდგომარეობებიდან, ყოველი შემდგომი აპათიიდან თუ გადადიხარ აგრესიაში ან აგრესიიდან გამბედაობაში, სიამაყეში, ეს იმდენად დიდი შვებაა, რომ შეიძლება ამაში ჩარჩე, დაიჯერო და აღარ გააგრძელო სვლა თავისუფლებისკენ, ერთობისკენ, სიხარულისკენ. იქიდან გამომდინარე, რომ პროცესი მდგრადად მიდის, მჯერა და ვხედავ, ერთობის პოტენციალი არის. მიუხედავად იმისა, რომ პერიოდულად გონება მორიგეობით ყველას გვებინდება, ვიღაც ფხიზლად რჩება და დანარჩენებს ის ეხმარება აზრზე მოსვლაში. ჯერჯერობით ასეა და იმედი მაქვს, ფხიზლად მყოფი ადამიანების რაოდენობა გაიზრდება. არ მინდა ვთქვა სიტყვები: “ორი პოლუსი”, მაგრამ არის ღირებულებითი დაპირისპირებები, არა მხოლოდ ორ პოლუსზე, შიგნით პერსონალურ დონეზეც. ნელ-ნელა ეს ყველაფერი დაიწმინდება. კეთილდღეობა ხომ ყველას უნდა.
განაგრძეთ კითხვა