Sunday, July 6, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გდდ-ს ერთ-ერთი შეფს, რომელმაც პროტესტის ნიშნად უწყება დატოვა, “ხარებას” მოადგილე ფიზიკურად გაუსწორდა

December 28, 2024
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გდდ-ს ერთ-ერთი შეფს, რომელმაც პროტესტის ნიშნად უწყება დატოვა, “ხარებას” მოადგილე ფიზიკურად გაუსწორდა

“ნოდარ მელაძის შაბათის” ხმაურიანი ექსკლუზივი – შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, ირაკლი შაიშმელაშვილმა, ქვეყნიდან გამგზავრებამდე ინტერვიუ “ტვ პირველს” მისცა და რეჟიმი ამხილა.

პოლკოვნიკი ამბობს, რომ საქართველო უსაფრთხოების მიზნით დატოვა, რადგან მას ოჯახის ლიკვიდაციით ემუქრებოდნენ. მეტიც, ნოდარ მელაძისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუდან ირკვევა, რომ მას შემდეგ რაც, ირაკლი შაიშმელაშვილმა ზემდგომებს სამსახურიდან წასვლის შესახებ აცნობა, მას “ხარებას” მოადგილე ფიზიკურად გაუსწორდა.

“იყო საუბარი, რომ ამ მომენტში (პროევროპული მარშის პარალელურად) ეს (სამსახურიდან წასვლა) ღალატის ტოლფასი იყო. მინისტრის მოადგილემ მითხრა, ამ პროცესების გამო მიდიხარო, დავუდასტურე, რომ მათ შორის ამ პროცესების გამო მოვდივარ, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ამას, ძალიან ცუდი გაგრძელება მოჰყვა – ფიზიკური ანგარიშსწორების! ჩხუბი მომივიდა” – ამბობს შაიშმელაშვილი.

ნოდარ მელაძის დამაზუსტებელ კითხვაზე, იყო თუ არა ფიზიკური თავდასხმა მასზე, მას შემდეგ რაც თქვა, რომ სამსახურიდან მოდიოდა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა თქვა:

ბოლო დღეს, როცა წამოსვლას ვაპირებდი, ჩაბარებული მქონდა ყველაფერი, ოთახი დაცლილი მქონდა, მანქანა, გასაღები ჩაბარებული მქონდა, ID ბარათი ჩავაბარე, მშვიდად ვაპირებდი წამოსვლას, თუმცა ამის საშუალება არ მომცეს. ამ დროს “ხარებას” (ზვიად ხარაზიშვილის) ერთ-ერთი მოადგილე შემოვიდა და პროვოცირება სცადა. მას (ზვიად ხაზაზიშვილს) ორი მოადგილე ჰყავს – ჩემი კურატორი მოადგილე, მილერი ლაგაზაურია, მეორე მოადგილე მირზა კეზევაძეა. მე მილერისთან მქონდა საუბარი, ავუხსენი, მერე მირზა შემოვიდა, მირზასთან მომივიდა კონფლიქტი. მირზამ უთხრა მილერის, რომ “მოგატყუაო”. როცა დავუფიქსირე რომ კი, ამ პროცესების გამო მივდიოდი, როცა ჩვენი შვილების ტოლა ახალგაზრდებს ქუჩაში სცემენ და ამ ყველაფრის მონაწილე ვარ, უბრალოდ აღარ მინდა აქ მუშაობა.

კეზევაძე მეძახდა მოღალატეს, (იყო ფიზიკური ანგარიშსწორება) ვიჩხუბე, შეურაცხყოფას მაყენებდა”- ამბობს გდდ-ის ერთ-ერთი ყოფილი შეფი.

ირაკლი შაიშმელაშვილის თქმით, “ხარებას” მოადგილის მხრიდან თავდასხმას, სატელეფონო მუქარები მოჰყვა.

“თუკი ვინმე შეიძლებოდა, ჩემთან დაეკავშირებინათ, ყველამ დამირეკა. იყო პირდაპირი და ასევე ირიბი მუქარები. მემუქრებოდნენ შვილებზე. ყველაზე მძიმე აღმოჩნდა ის, რომ ეს წლები მჯეროდა, რომ სხვისი უსაფრთხოება უნდა დამეცვა და პირველად გავაანალიზე, რომ საკუთარი შვილები მყავს დასაცავი ქვეყანაში, სადაც, შეიძლება, სამართალი ვერ ვიპოვო. ამ ინტერვიუს მერე ფრენა მაქვს და საერთოდ მივდივარ ქვეყნიდან” – დასძინა პოლკოვნიკმა, რომელმაც ძალოვანი უწყება 22 წლიანი მუშაობის შემდეგ დატოვა.

რაც შეეხება მის მიერ წამოსვლამდე FB -ზე გამოქვეყნებულ სტატუსს, სადაც შაიშმელაშვილმა სოციალურ ქსელში 3 დეკემბრით დათარიღებული პატაკი გამოაქვეყნა და პოსტს საქართველოსა და ევროკავშირის დროშები დაურთო, გდდ-ის ყოფილი შეფი ამბობს რომ ამ ჟესტით ღავი გადაიზღვია:

მე მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი მყავს, რადგან ვიცი, რაზე შეიძლება, ესენი წასულიყვნენ, რა შეიძლება, ეკადრათ, FB პოსტიც გადაზღვევა იყო”- თქვა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა.

წყარო: ტვ პირველი

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ჩემთვის ჩემი პროფესია, ჟურნალისტიკა, იყოფა ასე – 2021 წლის 5 ივლისამდე და მას შემდეგ“ – ქეთა ციცქიშვილი
  • „შესაძლოა, მძიმედ არის ავად ან უკვე გარდაიცვალა“ – რას წერს უცხოური მედია აიათოლა ალი ხამენეის შესახებ?
  • „დაიღუპა 24, ევაკუირებულია 237 ადამიანი…“ – წყალდიდობა ტეხასში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge