Thursday, June 25, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home მოგზაურობა

“ევროპული კურსის ცვლილების გაპროტესტების გამო, მერია ჩემთან შრომით ხელშეკრულებას წყვეტს” – ნინო კიკნაძე

December 27, 2024
“ევროპული კურსის ცვლილების გაპროტესტების გამო, მერია ჩემთან შრომით ხელშეკრულებას წყვეტს” – ნინო კიკნაძე

თბილისის მერიამ შრომითი ხელშეკრულება კიდევ ერთ თანამშრომელს შეუწყვიტა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად ნინო კიკნაძე ავრცელებს და წერს, რომ მისი გათავისუფლება პოლიტიკური შეხედულებების ღიად დაფიქსირების გამო ხდება:

“დღეს, 27 დეკემბერს შემატყობინეს, რომ 1-ელი იანვრიდან თბილისის მერია ჩემთან შრომით ხელშეკრულებას წყვეტს.
ყველა საქმე, რაც კი მრავალი წლის განმავლობაში, ქართული შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისთვის მიკეთებია, ქვეყნის ცივილიზებულ სამყაროსთან დაახლოებას ემსახურებოდა. 2019 წელს თბილისმა ”იუნესკოსგან“ წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი მიიღო, 2021 წელს კი, მედიახელოვნების მიმართულებით ”იუნესკოს“ შემოქმედებითი ქალაქების ქსელის წევრიც გახდა – ორივე ეს პროექტი მუნიციპალურ დონეზე იმართებოდა, რადგან ”იუნესკოსთან“ ხელშეკრულებას ხელს სწორედ ქალაქის მერი აწერს, შესაბამისად, პასუხიმგებლობასაც ის იღებს, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდება.
”თბილისი – იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტად შეფასდა ”იუნესკოს“ მიერ. ”იუნესკოს“ შემოქმედებითი ქალქების ქსელის წევრობა კი უნიკალური და ყოველწლიურად მზარდი შესაძლებლობაა მუნიციპალიტეტების კულტურის სტრატეგიული განვითარებისთვის, ადგილობრივო ხელოვანების პროფესიული ზრდისთვის და მათი შემოქმედების პოპულარიზაციისთვის.
ორივე პროექტი, რომლის ფარგლებშიც თბილისის მერიასთან ვთანამშრომლობდი, ჩემი შრომითა და ინიციატივით მოიპოვა თბილისმა. მოკლედ რომ ვთქვა, არც ფიზიკური, არც ემოციური და არც პროფესიული უნარები დამიკლია რომელიმე პროექტისთვის, ახლა კი ვიგებ, რომ ჩემი პოლიტიკური შეხედულებების ღიად დაფისქსირების გამო, 2025 წლის იანვრიდან ჩემი ხელშეკრულება აღარ გაგრძელდება.
წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელში 25 ქალაქია, შემოქმედებითი ქალაქების ქსელშიც 25, მომიწევს მსოფლიოს მასშტაბით, მინიმუმ 50 ქალაქის წარმომადგენელს ავუხსნა, რომ ქვეყნის ევროპული კურსის ცვლილების გაპროტესტების გამო, სამსახურიდან მიშვებენ.
ახლა, როცა 500-მდე ადამიანი დააკავეს, დემონსტრანტები ნაწამები არიან და 44 მოქალაქე სისხლის სამართლის მუხლით, უკანონო პატიმრობაში რჩება, რთულია სამსახურეობრივ დასჯაზე წერა, თუმცა ესეც რეპრესიების შემადგენელი ნაწილია და ის ხელისუფლების ანგარიშსწორების მასშტაბს მხოლოდ აფართოებს.
2028 წელს ევროკავშირთან მოლაპარაკების განახლების შესაძლებლობა დღევანდელი მოცემულობით ისეთივე ტყუილია, როგორც ის, რომ ღირსებით ევროპისკენ მივდივართ.” წერს ნინო კიკნაძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “რაც შეეხება ტელეკომპანია იმედს და გია აბაშიძეს, თუ ბოდიშს არ მოიხდიან იმ ცილისწამებისთვის, რომელსაც მათი მხრიდან ჰქონდა ადგილი, სასამართლოში ვუჩივლებთ” – ოქტოპუსი
  • “2025 წელს ჩავატარეთ 44 აუდიტი – გამოვლენილი დარღვევების თანხობრივმა მაჩვენებელმა 36.5 მლნ ლარი შეადგინა” – გიორგი გაბიტაშვილი
  • პარლამენტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით დაამტკიცა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge