მომღერალი ქეთი თოფურია პოდკასტს – “ფულისთვის” სტუმრობდა და ვრცლად ისაუბრა ფულთან მის დამოკიდებულებაზე, ყველაზე ძვირად ღირებულ ნივთებზე და საჩუქრებზე. წამყვანებმა აღნიშნეს, რომ ქეთი პირველი ქალია, რომელიც ამ გადაცემაში სტუმრად მიიწვიეს.
“ჩემი ოჯახი არ იყო ღარიბი. გვქონდა პერიოდი, როცა შედარებით ნაკლებად გვილხინდა, რამდენიმე დღე ფული არ გვქონდა, მაგრამ ყოველთვის გვესმოდა და ვიცოდით, რომ ასე დიდხანს არ გაგრძელდებოდა და ფული ისევ გვექნებოდა. არც საკვების პრობლემა გვქონდ, არც ტანსაცმელი მაკლდა და არც ის, რაც მომინდებოდა… როცა არ გვქონდა რაღაც პერიოდი, მაღაზიაში შევდიოდი და “ნისიად” გამომქონდა პროდუქტები. განსაკუთრებით ბევრი – ტკბილეული, რადგან მიყვარდა სხვა ბავშვების გამასპინძლება. ერთხელ მახსოვს, ბავშვები ვიყავით ერთად, მამა მოვიდა და ასდოლარიანი გამომიწოდა, წადით, კევები იყიდეთო. ყველა გაოცებული იყო…”
გაიხსენა გაჭირვების წლები თბილისში, ნავთის ქურა, უშუქობა. ასევე გაიხსენა, როგორ იშოვა პირველი საკუთარი ფული ბავშვობაში:
“ერთხელ გავიგე, რომ ბოთლების და გაზეთების ჩაბარებით შეიძლებოდა ფულის შოვნა. შევკრიბე უბნის ბავშვები, შევაგროვეთ მეზობლებში ბოთლები, გაზეთები, მოგვცეს პირველი ფული. წავედით, ვიყიდეთ ტკბილეული და მინდოდა, დედისთვისაც რაღაც მეყიდა… წინა დღეს დედას ლარნაკი გავუტეხე და მახსოვდა, რომ დაგვწყდა ორივეს გული და არც წებო გვქონდა, რომ გაგვემთელებინა. შევედი მაღაზიაში და ვიყიდე წებო “მომენტი”. მივიტანე წებო გახარებულმა და დედას მივეცი.