მომღერალმა, ლელა წურწუმიამ კორონავირუსი დაამრცხა და დღეს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას ტოვებს. სასიხარულო ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად წერს.
მომღერალი თანადგომისთვის გულშემატკივრებს მადლობას უხდის.
„დილა მშვიდობისა, დღეს მე ვტოვებ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას, სრულიად გამოჯანმრთელებული და ეს ნამდვილად არის უდიდესი დამსახურება ბატონი ლევან რატიანის და მისი უმაგრესი მედპერსონალის, განსაკუთრებული მადლობა ამ თავდადებისთვის და მათი დაუზოგავი შრომისთვის, მათი პროფესიონალიზმისთვის.
დიდი მადლობა ნინიკო მალანიას, რომელიც ჩემთან ერთად მკურნალობდა პალატაში და ეს რთული დღეები მშვიდად გადამატანინა. განსაკუთრებული მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის, სიყვარულისთვის და რა თქმა უნდა ჩემს ძვირფას ოჯახს, მეგობრებს“, – წერს ლელა წურწუმია სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ლელა წურწუმიას კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა. იგი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.
ლელ წურწუმიას თავდაპირველად ყელი ასტკივდა, PCR ტესტმა კი კორონავირუსი დაადასტურა. მას კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია მიეცა. მომღერალს ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზა მიღებული აქვს, მისი გამოჯანმრთელების პროცესიც მალე დასრულდა.