” რადიო თბილისის” ინფორმაციით ირაკლი შაიშმელაშვილმა ოჯახთან ერთად ქვეყანა დატოვა
“ურადღების ცენტრში ❗ რადიო თბილისის ინფორმაციით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმარების განყოფილების ყოფილმა იფროსმა, ირაკლი შაიშმელაშვილმა, ოჯახთან ერთად, გუშინ,25 დეკემბერს დატოვა საქართველო, ის ევროპის ერთერთ ქვეყანაში იმყოფება.
არსებული ინფორმაციით, შაიშმელაშვილს და მის ოჯახს ემუქრებოდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა, ირაკლი შაიშმელაშვილმა, სამსახური ოფიციალურად 3 დეკემბერს დატოვა.
მიზეზად პატაკში ის „ოჯახურ პირობებს“ ასახელებდა.
ინფორმაცია თავად შაიშმელაშვილმა იმავე დღეს ფეისბუკზე გაავრცელა.
ფეისბუკპოსტში იგი საქართველოსა და ევროკავშირის დროშებს აქვეყნებდა.
მან გამოაქვეყნა პატაკი, რომელიც 3 დეკემბრით თარიღდება.
„გთხოვთ, ოჯახური პირობების გამო, გამანთავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან და დამითხოვოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებიდან“, – სწერს იგი მინისტრ ვახტანგ გომელაურს.
რადიო თბილისის ინფორმაციით, შაიშმელაშვილი უწყებიდან კონფლიქტის საფუძველზე წამოვიდა, არსებული ინფორმაციით მას გარკვეული პირები აიძულებდნენ სხვადასხვა მისთვის არასასურველ დოკუმენტებსა და ბრძანებებზე ხელი მოაწერა.”