Friday, November 21, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ჰაერში უდაბნოს მტვერია – საქართველოს ქალაქები, სადაც ჰაერი ყველაზე მეტადაა დაბინძურებული

December 26, 2024
ჰაერში უდაბნოს მტვერია – საქართველოს ქალაქები, სადაც ჰაერი ყველაზე მეტადაა დაბინძურებული

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 25 დეკემბრიდან საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული.

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე 26 დეკემბერს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ამ დროისთვის ჰაერი ყველაზე დაბინძურებული თელავში, რუსთავში და თბილისშია.

თელავში დაბინძურება ფიქსირდება კვირიკე დიდის ქუჩაზე №43 PM2.5-ის მაჩვენებელი 64.40 მკგ/მ3

რუსთავშიც დაბინძურება ფიქსირდება 2 მისამართზე: მეგობრობის გამზ. №35ა-ზე PM2.5-ის მაჩვენებელი 56.01 მკგ/მ3 და ბათუმის ქ., №19-ზე PM2. 5-ის მაჩვენებელი 86.84 მკგ/მ3, ხოლო PM10-ის 116.49 მკგ/მ3.

თბილისში დაბინძურება ფიქსირდება აღმაშენებლის გამზ., №73ა PM2. 5-ის მაჩვენებელი 86.84 მკგ/მ3, ხოლო PM10-ის 116.49 მკგ/მ3.

PM2. 5-ის შემთხვევაში 50 მკგ/მ3-ს ზემოთ მაჩვენებელი ძალიან ცუდ მდგომარეობად ითვლება. PM10-ის შემთხვევაში კი 100 მკგ/მ3-ს ზემოთ.

PM დამბინძურებლები ჰაერში არსებული მცირე ნაწილაკებია, მტვერი ან სხვა მყარი ნაწილაკები, უმცირესი ზომის წვეთების ჩათვლით. მყარი ნაწილაკები ზომის მიხედვით ძირითადად ორი ჯგუფად იყოფა PM10 (მტვრის მყარი შეწონილი ნაწილაკები < 10 მკ-ზე)და PM2. 5 (მტვრის მყარი შეწონილი ნაწილაკები < 2.5 მკ-ზე).

აღნიშნულ მცირე ნაწილაკებს რამდენიმე წყარო აქვს ესაა: სამშენებლო პროცესები, ღია გრუნტი, შეშის ღუმელები, დიზელის ძრავები, ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტრო სადგურები, მრეწველობის სექტორი, ქარის მიერ მიმოფანტული მტვერი. ასევე, ე.წ. მეორადი მყარი ნაწილაკები წარმოიქმნება სხვადასხვა დამბინძურებლების ფოტოქიმიური რეაქციის შედეგად. საქართველოსთვის მყარი ნაწილაკების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს ტრანსსასაზღვრო დაბინძურება. კერძოდ, ე.წ. აფრიკის მტვერი, რომელიც ძირითადად საჰარის უდაბნოს მტვრის, ევრაზიის კონტინენტზე გავრცელებას უკავშირდება. მსგავსი მტვრის შტორმი ხშირად ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე ძირითადად სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან.

რაც შეეხება ჯანმრთელობაზე ზეგავლენას, აღნიშნულმა ნაწილაკებმა სასუნთქი სისტემისა და თვალების გაღიზიანება შეიძლება გამოიწვიოს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს
  • “ივანიშვილმა არაკომპეტენტური მატყუარები საკუთარ რიგებში მოიკითხოს” – თინა ბოკუჩავა
  • “კორუფციის 271 სავარაუდო შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელშიც „ქართული ოცნების“ 227-ზე მეტი მოქმედი თუ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი ფიგურირებს” -საერთაშორისო გამჭვირვალობა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge