“კოალიცია ცვილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი და “მთავარი არხის” ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ “მთავარი არხის” დატოვებას ეხმაურება.
“რა თქმა უნდა, ძალიან ძალინ საწყენია, მაგრამ წარმატებებს ვუსურევებ Nanuka Zhorzholiani. ცხადია, მეგობრობა სამსახურის გამო არ მთავრდება”, – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.
დღეს ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში დაწერია, რომ გადაცემა “სხვა ნანუკა” მთავარზე აღარ გავა.
“მეგობრებო, ვადასტურებ, რომ დავტოვე ტელეკომპანია მთავარი.
არ ავხსნი, როგორ მიყვარს ეს ტელეკომპანია. ჩემი დრო, ენერგია და სიყვარული მაქვს ჩადებული მასში.
როგორ მიყვარს იქ მომუშავე გმირები.
ეს ამბავი არ უკავშირდება ტელეკომპანიაში არსებულ დავას მფლობელებს შორის.
როგორც იცით, ოქუაშვილმა მე დამასახელა დირექტორობის კანდიდატად, მაგრამ ჩემთვის უცნაური იყო ის, რომ ეს ამბავი ფეისბუქით გავიგე ანუ, ამ თემას ჩემი წასმოვლა არ დაუკავშიროთ.
საბედნიეროდ ეს ამბავი მე არ მიკავშირდება. მე ორი წელია არ ვარ არხის თანამშრომელი. გარედან ვაწოდებდი პროდუქტს არხს.
მქონდა სხვა მიზეზები და ახლა არაა მასზე საუბრის დრო. ახლა მთავარია რა ხდება რუსთაველზე მთელი ყურადღება, ენერგია ამ თემაზე უნდა დაიხარჯოს.
ახალ სეზონზე გავალთ ან ტვ პირველზე, ან ფორმულაზე.
ორივესთან ვაწარმოებ მოლაპარაკებას”, – წერს ჟორჟოლიანი.