“ყველა იმ ადამიანს, ვინც ამდენი სიყვარული გამომიგზავნეთ მე და ჩემს ოჯახს, დიდ მადლობას გიხდით და ბევრ სიყვარულს გიგზავნით“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ხათუნა ჟორდანია წერს.
ჟორდანია შვილის, მომღერალ ნინი ქარსელაძის ცნობილ ინტერვიუს აზიარებს, რომელიც “ტაბულას” ეთერში მრავალი წლის წინ გავიდა და სადაც ნინი ქარსელაძეს გადაცემის წამყვანმა ჰკითხა, თუ რა უყვარს სამშობლოზე მეტად:
“ყველა იმ ადამიანს, ვინც ამდენი სიყვარული გამომიგზავნეთ მე და ჩემს ოჯახს, დიდ მადლობას გიხდით და ბევრ სიყვარულს გიგზავნით. P. S. გიზიარებთ ამონარიდს, იმ ავადსახსენებელი ნინის ინტერვიუდან. დასკვნები თქვენთვის მომინდია.
და ბოლოს: ჩვენ, ყველას, ჩვენებურად გვიყვარს ჩვენი სამშობლო. გინდ იქით იყავით, გინდ აქეთ…” – წერს ხათუნა ჟორდანია და ვიდეოს ავრცელებს.