საქართველოში ბედობა ორჯერ აღინიშნება – 2 იანვარსა და 15 იანვარს. მიუხედავად იმისა, რომ ბედობა რელიგიური დღესასწაული არ არის, ყველა დიდი სიხარულით და საუკეთესო განწყობით ელოდება მას.
ეს ტრადიცია უკვე საუკუნეებს ითვლის. საქართველოში ისევე როგორც ძველად, ახლაც მიაჩნიათ, რომ როგორი განწყობითაც შეხვდებიან ამ დღეს, მთელ წელს ისე გაატარებენ.უხსოვარი დროიდან ბედობას თავისი რიტუალიც აქვს. ამ დღეს ოჯახი მეკვლეს ირჩევს – აღნიშნულ თემებზე გადაცემა “დღის პოსტში” ანზორ ოდიშარია საუბრობს.
“მეკვლეობა მნიშვნელოვანია, მეკვლე არის ადამიანი,რომელსაც უნდა ჰქონდეს კარგი ემოციური განწყობა იმ ადამიანის მიმართ, ვისთანაც მიდის. უნდა ჰქონდეს დამოკიდებულება და ნამდვილი სურვილი, რომ ის უსურვოს, რასაც უსურვებს.
თუ ასეთი ადამიანი გყავს, შეგვიძლია მოვუხმოთ მას, 2-სა და 7 რიცხვში.
რა არ უნდა მოიტანოს მეკვლემ – ამაზე აკრძალვები არ არის, თუმცა არ უნდა მიიტანოთ ბასრი, მსხვრევადი, რაც ასოცირდება ნეგატივტთან.
სიმბოლოები წაიღეთ, შოკოლადები, ნაყოფიერების სიმბოლოები, ბარაქა, ხურდები.
ზოგადად მეკვლე უნდა იყოს უცხო და არა ოჯახის წევრი, რადგან შენს კეთილდღეობაში არ უნდა იყოს დაინტერესებული. ერთი მეთოდი არსებობს- შეგიძლია გახვიდე გარეთ, გადაიცვა სხვა ადამიანის სამოსი, გადაირქვა სამოსი, გამოეყო ოჯახს და შემდეგ უკვე გადაცმული სამოსით მიხვალ, დააკაკუნებ, იტყვი სხვა სახელს და სურვილებს უსურვებ.
არც მეკვლის ფინანსურ, არც ოჯახურ მდგომარეობას არ აქვს მნიშვნელობა. მნიშვნელობა აქვს მხოლოდ გულს, პირადი დაინტერესება არ ჰქონდეს შენს მიმართ”- ამბობს ანზორ ოდიშარია.
