ჟურნალისტი ნანუკა ქაჯაია გადაცემაში “პირველამდე” მაყურებელს უყვება თავის სამუშაო დღეებსა და რეჟიმზე. ის ჰყვება, თუ რატომაა მნიშვნელოვანი თავისი პროფესია და თავისუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლა.
“ქართული ოცნების ლიდერები გვიმტკიცებენ, რომ ჩვენ არ გვიყვარს სამშობლო და გვინდა ომი. არავის არ გვინდა ომი, იმიტომ რომ ყველაზე კარგად ვიცით ჩვენ, აფხაზეთიდან დევნილებმა რას ნიშნავს ომი. მე გავიზრდე მამის გარეშე, გაგრის დაცემის დღეს დაიღუპა, შესაბამისად ძალიან კარგად ვიცი, რა გაიღო ჩემმა ოჯახმა იმისთვის, რომ საქართველო თავისუფალი და დამოუკიდებელი ყოფილიყო. წარმოუდგენელია ჩემთვის ის ყველაფერი რასაც ვუყურებ და ასმგად მტკივნეულია”- ნანუკა ქაჯაია