“მოვიდეს სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ყველაფერს და მე მზად ვარ, რომ დავსხდეთ და მოვიფიქროთ როგორ უნდა დაინიშნოს არჩევნები, ოღონდ რიცხვი არჩევნების დანიშვნის უნდა შეთანხმებული იყოს 29-მდე… მე ველოდები პასუხს, ეს ყველაფერი ნათელი იყოს სასახლიდან იქ ჩავწერ სრულ სიტყვას რადგან აქ არამხოლოდ სცენა და დაგვიპატიმრეს, როგორც ჩანს ხმაც დაგვიპატიმრეს. არა, უშავს შევხვდებით და გელოდებით”. – განაცხადა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშილმა.
“ანწუხელიძის წინაშე ვარ მე ვალდებული, ხართ თქვენ ვალდებული, რომ ვიყოთ ერთგული იმ საქართველოსი, რომლისთვისაც მან თავისი სიცოცხლე დათმო”, დღეს აქ მრავალთა მარშს შორის მოდიოდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც იყო ანწუხელიძის მარში და სწორედ ანწუხელიძის წინაშე ვარ მე ვალდებული, ხართ თქვენ ვალდებული, რომ ვიყოთ ერთგული იმ საქართველოსი, რომლისთვისაც მან თავისი სიცოცხლე დათმო და ანწუხელიძესთან ერთად, ის უამრავი გმირი, რომელსაც საქართველოს წარსული ითვლის და რომელთა გამოც აქ ვდგავართ, თორემ არ ვიქნებოდით, თორემ საქართველო არ იქნებოდა, მაგრამ საქართველო არასდროს ეგუება, საქართველო არასოდეს არ თმობს, როცა მართალია და მართალია საქართველო და მართლები ხართ თქვენ,” – ამბობს პრეზიდენტი.