„2025 საოცრად გარდამტეხი, ყველაზე რეზონანსული წელი იქნება. რამდენიმე უმაღლესი პლანეტა შეიცვლის ზოდიაქოს ნიშანს. ჯობს გაცნობიერებულად გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან და შეხვიდეთ ახალ ენერგიებში. ყველას ექნება რისკები და გამოწვევები. განსაკუთრებით ტრანსფორმაციული იქნება თევზებისთვის და ქალწულისთვის, რადგან მიმდინარე წლის მთავარი მოთამაშეები არიან. ეს წელი იქნება შიშების გადალახვის, მაღლა დგომისაა. ბევრი შეიცვლის საცხოვრებელს, ცხოვრების წესს. არ იქნება საიდუმლო, რაც არ გამჟღავნდება. 2025 წელს ძალიან დიდი ტალღებია მიგრაციის, მჯერა, რომ ბევრი ადამიანი დაბრუნდება საქართველოში“, – ამის შესახებ ასტროლოგმა სოფია ბზეკალავამ გადაცემაში „შენი დილა“ ისაუბრა.
ბევრი ადამიანის ცხოვრება შეიცვლება 180 გრადუსით. ნუმეროლოგიურად ეს არის 9, რაც საერთოდ დახურავს ციკლს. რაც ვაგროვეთ, საპასუხოდ მივიღებთ შედეგს. იქნება სინანულის, სირცხვილის წელი ბევრისთვის. გამოწვევები ექნება ყველას.
რაც შეეხება 2025 წლის გავლენას ზოდიაქოს ნიშნებზე:
ვერძი – საინტერესო წელი გელოდებათ, ბოლო წლებში გქონდათ სირთულეები, პასუხისმგებლობები, ჭიდილი საკუთარ თავთან, ემოციური გადატვირთვები, რაც მარტის ბოლომდე გაგრძელდება. შემდეგ დაიწყება ახალი ეტაპი, ბევრი თქვენგანი მიიღებს შანსს პირად ურთიერთობებში.
კურო – გექნებათ უდიდესი გამოწვევები, რაც კომფორტის ზონის დატოვებას ეხება. მიხვდებით, რომ უნდა გამოხვიდეთ ჩრდილიდან. ახალი პერიპეტიები იქნება კარიერაში, მიგრაცია საქმესთან დაკავშირებით. გამოიყენეთ არასტანდარტული მეთოდები და გააძლიერეთ რწმენა.
ტყუპები – მთავარი გამოწვევა იქნება საკუთარ თავში გარკვევა, ბევრი მავნე ჩვევის დამარცხება, შიშების ჩამოშლა. არ არსებობს გარანტიები, თუ თავად არ მიხვდით, რომ საკუთარი თავის გარანტი ხარ შენ. კარგი პერიოდია სწავლისთვის, ჰორიზონტების გაფართოებისთვის. კარგი ეტაპი იქნება პარტნიორებთან დაკავშირებით.
კირჩხიბი – 31 დეკემბერი არის ახალმთვარეობა, სადაც იქნებით მოწყვლადები, მაგრამ ეს დროებითი იქნება. შეეცადეთ, ყველაფერს ოპტიმიზმით შეხედოთ, რადგან შედეგებს 5 თვეში დაინახავთ. ის სურვილები, რაც ახალ წელს ჩაიფიქრეთ, ზაფხულში აგიხდებათ. მოგიწევთ პარტნიორული ურთიერთობის დალაგება. განაგრძეთ კითხვა…