თურქეთში ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა, დაიღუპა 4 ადამიანი – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ვერტმფრენი მუღლას სასწავლო და კვლევით საავადმყოფოს ტერიტორიიდან აფრინდა და მასში ორი პილოტი, ექიმი და კიდევ ერთი სამედიცინო მუშაკი იმყოფებოდნენ.